კლუბის წესდება


სსიპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის  მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის  საჯარო  სკოლის გერმანული 

ენის კლუბის

წესდება


მუხლი 1ზოგადი    დებულებები
1.1. სსიპ  პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის   საჯარო  სკოლის გერმანული  ენის  კლუბის (შემდგომში - სასკოლო კლუბი) დაფუძნებულია ამავე სკოლის გერმანული ენის მასწავლებლის სალომე აბრამიშვილის  ინიციატივით.
1.2. კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით;
1.3. კლუბს  აქვს  სახელწოდება,   ლოგო.
1.4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  საჩხერე, სოფელი არგვეთი.

მუხლი 2. კლუბის  მიზნები  და  ამოცანები

2.1.მოსწავლეთა  ჩართვა  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  აქტივობების  დაგეგმვასა  და  განხორციელებაში.

2.
2. სასკოლო  ცხოვრების  გამრავალფეროვნება;

2.3. გერმანული  ენისა  და  კულტურის  მიმართ  მოსწავლეთა  ინტერესის  გაზრდა;

2.4.  გერმანული  ენის  ცოდნა-გაგების  დონის  ამაღლება;

2.5. სიტყვათა  მარაგის  გაზრდა;

2.6. ენობრივი  ბარიერის  გადალახვა  და  მეტყვების  გაუმჯობესება;

2.7.  კეთილგანწყობილი  სამუშაო  გარემოს  შექმნა, რომელიც  ეფუძნება  ურთიერთთანამშრომლობასა  და  თანასწორუფლებიანობას.
მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

3.1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის  საბაზო/საშუალო საფეხურის    მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  შეავსოს ელექტრონული განაცხადი.

3.4. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:

) პირადი  განცხადების  საფუძველზე;   
                                                                                                                                                                                                                ბ) მოსწავლის სკოლიდან  ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.


მუხლი 4. კლუბის წევრთა უფლება-მოვალეობები

4.1. კლუბის  წევრებს შეუძლიათ:
ა) შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით მიიღონ მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში: შეასრულონ  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;
ბ) განახორციელონ მცირე კვლევა  სკოლის მოსწავლეთა, საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხვებზე;
გ) ხელი შეუწყონ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას;
დ) უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით     წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
ე) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელი ორგანოსა და პირებისაგან
კლუბის საქმიანობის შესახებ;
ვ) კლუბის მიზნები სშესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს კლუბის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ- ტექნიკური საშუალებებით;
4.2. კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

4.3. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს კლუბის   სახელით  კლუბის კურატორთან ან  კლუბის ხელმძღვანელთან შეთანხმების  გარეშე;
4.4. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
4.5. კლუბის წევრს ევალება: პატივს სცემს სხვათა აზრს, არ გამოავლინოს დისკრიმინაცია,
,არ შეუშალოს ხელი შეხვედრების მიმდინარეობას; წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოსმენილი ინფორმაცია არ გაასაჯაროვოს შეხვედრის გარეთ;

მუხლი 5. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

5.1.კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არანაკლებ10 მოსწავლისა;
5.2.კლუბს  ჰყავს კურატორი  (მასწავლებელი) და შეიძლება ჰყავდეს კლუბის ლიდერი (მოსწავლე) , რომელთა უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელონ კლუბის  საქმიანობას, განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციასგანაგოს  კლუბის ქონება;
5.3. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

მუხლი 6. კლუბის  მუშაობა

6.1. კლუბი  იკრიბება  საჭიროებიდან გამომდინარე,მაგრამ არანაკლებ თვეში ერთი შეხვედრისა;
6.2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამოქმედო  გეგმით (საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია გეგმის რედაქტირება;
6.3. კლუბის ხელმძღვანელი  ინტერნეტსივრცეში  ქმნის  facebook –ის  გვერდს, სადაც  განთავსდება ინფორმაცია  კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და  ფოტომასალა კლუბის  საქმიანობის  შესახებ;


მუხლი 7. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);


დამატებითი ვალდებულებანი:.

1. დემოკრატიული პრინციპის საფუძველზე, დაინიშნოს კლუბის ლიდერის არჩევნები.(პირველ ეტაპზე შესაძლებელია მოხდეს ლიდერის დანიშვნა კოორდინატორი პედაგოგისა და დირექციის შეთანხმებით;

2. თითოელ შეხვედრაზე აუცილებელ პირობად მიიჩნეოდეს სარეგისტრაციო ფურცელის შევსება;
3.  არჩევნების ჩატარების შემდეგ, შეარჩიონ წლის სამუშაო თემატიკა
4. განხორციელებული აქტივობები და შეხვედრები გამოქვეყნდეს კლუბის facebook-ის გვერდზე. 


No comments:

Post a Comment